Accessibility links

logo-print

დღეს შვეციის ქალაქ არეში მიმდინარე


დღეს შვეციის ქალაქ არეში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მოაწყო,

დღეს შვეციის ქალაქ არეში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მოაწყო,
ნატოს გენერალურმა მდივანმა იან დე ჰოოპ სხეფერმა ალიანსსა და ევროკავშირს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ალიანსის აზრით, თანამშრომლობა შეიძლება წარიმართოს უშიშროების სფეროში და რეგიონული კონფლიქტების მოგვარების საქმეში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნიკოლას ბერნსი მიესალმა სხეფერის მოწოდებას, მაგრამ თქვა, რომ ნატო კვლავაც რჩება უშიშროების პირველი დამცველი ჩრდილოატლანტიკურ რეგინში. ნატოს და ევროკავშირს, შესაბამისად 26 და 25 წევრი ჰყავთ, მათგან 19, საერთო. სხეფერმა უზბეკეთის მთავრობას მოუწოდა, დაუშვას საერთაშორისო გამოძიება ანდიჟანის ამბებისა.
XS
SM
MD
LG