Accessibility links

როგორ ჩაიარა 26 მაისისადმი მიძღვნილმა სამხედრო აღლუმმა


26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სამხედრო აღლუმი საქართველოს პარლამენტის წინ დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში

მიმდინარეობდა.

სამხედრო აღლუმი პირადად სამხედრო ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბარა. იგი ნანახით კმაყოფილი დარჩა და აღტაცებაც ვერ დაფარა. რამ გამოიწვია პრეზიდენტის აღტაცება და რა შთაბეჭდილება მოახდინა რუსთაველის გამზირზე ჩატარებულმა აღლუმმა უბრალო მოქალაქეებზე?

[ისმის აღლუმის ხმა: “ვაშა!”]

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ლატვიის პრეზიდენტის ვაირა ვიკე-ფრაიბერგას საზეიმო მიმართვის შემდეგ დაიწყო.

[ისმის აღლუმის დაწყების ხმა]

ამის შემდეგ თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე მწყობრში მდგომი ჯარისკაცები ადგილიდან დაიძრნენ და ქართული შეიარაღებული ძალების ცოცხალი შემადგენლობის დემონსტრირება დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა.

მთლიანობაში, აღლუმში მონაწილეობა მიიღო 11 500 სამხედრო მოსამსახურემ, რომელთაგან ორი გენერალი და 580 ოფიცერი იყო. აღლუმის მაყურებელ უბრალო მოქალაქეებში კი ყველაზე მეტი აღტაცება და სიხარული ერაყიდან დაბრუნებულმა შავნაბადას ბატალიონის გამოჩენამ გამოიწვია.

[მოქალაქეების ხმა] ”ცოტას ვნერვიულობ და ლაპარაკი მიჭირს. ძალიან დიდი შთაბეჭდილებაა...”

მაყურებელთა ოვაციები მოჰყვა ქალბატონებით დაკომპლექტებული ასეულების გამოჩენას.

[ქალბატონის ხმა]

აღლუმზე ჯარისკაცების შემდეგ 100-მდე სატვირთო ავტომობილზე განთავსებული 3000 რეზერვისტიც გამოჩნდა, მათ მოჰყვა 16 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, ხოლო სამხედრო აღლუმი ქართულმა სამხედრო ავიაციამ დაასრულა. პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას "იროკეზის" ტიპის ოთხმა, "მი-8" ტიპის ექვსმა, "მი-24" ტიპის სამმა ვერტმფრენმა და ექვსმა მოიერიშე თვითმფრინავმა "სუ-25" გადაუფრინა.

[ისმის თვითმფრინავების ხმა]

ამ სანახაობით ტკბობის გარდა, რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავადაც იყო მისული.

[ბავშვის ხმა] ”უნდა მოვუსმინო მიხეილ სააკაშვილის ლაპარაკს... დღეს დამოუკიდებლობის დღე არის.”

მიხეილ სააკაშვილმა ბავშვები და მათი მშობლები არ გააწბილა: ჯერ ლატვიის პრეზიდენტთან ერთად პირველი გიმნაზიის წინ მოსწავლეთა გამოფენა მოინახულა, ქართულ ხალხურ ცეკვასაც შეავლო თვალი, შემდეგ კი სახელდახელოდ მოწყობილი რკინის ჯებირები საკუთარი ხელით გაარღვია და ხალხს შეუერთდა. ამის შემდეგ რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სახის კონცერტები დაიწყო.

[ისმის კონცერტის ხმა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG