Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ადასტურებს დამოუკიდებელი პალესტინური


აშშ-ის პრეზიდენტი ადასტურებს დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოსადმი თავის მხარდაჭერას.

აშშ-ის პრეზიდენტი ადასტურებს დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოსადმი თავის მხარდაჭერას.
ჯორჯ ბუში დღეს ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეხვდა პალესტინელების პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინელებს, დახმარების სახით, 50 მილიონ დოლარს დაჰპირდა. ამის შესახებ განცხადება ჯორჯ ბუშმა გააკეთა პრეს-კონფერენციაზე, რომელსაც მაჰმუდ აბასიც დაესწრო. იქვე ბუშმა ისრაელს მოუწოდა, შეწყვიტოს დასახლებების გაშენება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და განახორციელოს უკანონო დასახლებების დემონტაჟი. აბასმა კი აღნიშნა, რომ მისი მთავრობა მზადაა ისრაელთან კოორდინირებული მოქმედებისთვის ღაზის სექტორიდან და მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ზოგი რაიონიდან ისრაელის ჯარების გაყვანის საკითხში.
XS
SM
MD
LG