Accessibility links

ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს გაწევრიანებას


ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროპის კავშირსა და ნატოში,

ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროპის კავშირსა და ნატოში,
რისთვისაც მას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. ამის შესახებ დღეს გამოაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა თავის ლატვიელ კოლეგასთან, აიგარს კალვიტისთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ნოღაიდელის თქმით, ლატვიამ და საქართველომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რომელიც ერთი წლის მანძილზე რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმებას ითვალისწინებს. ლატვიის სამთავრობო დელეგაცია პრეზიდენტ ვაირა ვიკე-ფრაიბერგას ხელმძღვანელობით საქართველოს გუშინ ეწვია. ლატვიის პრეზიდენტმა თბილისი იმავე საღამოს დატოვა, ხოლო პრემიერ-მინისტრი კალვიტისი საქართველოში 30 მაისამდე დარჩება.
XS
SM
MD
LG