Accessibility links

ნათესავები ჩინელი სტუდენტებისა, რომლებიც 1989


ნათესავები ჩინელი სტუდენტებისა, რომლებიც 1989 წელს პეკინის ტიანანმენის მოედანზე

ნათესავები ჩინელი სტუდენტებისა, რომლებიც 1989 წელს პეკინის ტიანანმენის მოედანზე
საპროტესტო აქციის ჩახშობის შედეგად დაიღუპნენ, ხელისუფლებისაგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. დაღუპული სტუდენტების ასზე მეტმა ახლობელმა ხელი მოაწერა წერილს, ჩინეთის ლიდერის ხუ ძინტაოს მისამართით. მასში კერძოდ ნათქვამია, რომ ჩინეთის ამასწინანდელი მოთხოვნა, რათ იაპონიას ბოდიში მოეხადა მისი ჯარების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულობების გამო, აზრს კარგავს, ვინაიდან პეკინს არ მოუხდია ბოდიში საკუთარი მოქალქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულობების გამო. 16 წლის წინ, 4 ივლისს ტიანანმენის მოედანზე სტუდენტების დარბევის დროს დაუზუსტებელი მონაცემებით, ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG