Accessibility links

საუდის არაბეთის მეფე ფახდი პნევმონიის


საუდის არაბეთის მეფე ფახდი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში იმყოფება.

საუდის არაბეთის მეფე ფახდი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში იმყოფება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია 83 წლის მონარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით მხოლოდ იმას იუწყებიან, რომ ფახდის მდგომარეობა სტაბილური ხდება. 1995 წელს საუდის არაბეთის მეფემ ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც ქვეყნის ფაქტიური მმართველის მოვალეობას მონარქის უმცროსი ძმა - პრინცი აბდულა ასრულებს.
XS
SM
MD
LG