Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ბენედიქტ მე-16-მ განაცხადა


რომის პაპმა ბენედიქტ მე-16-მ განაცხადა, რომ ათასწლიანი განხეთქილების დაძლევა

რომის პაპმა ბენედიქტ მე-16-მ განაცხადა, რომ ათასწლიანი განხეთქილების დაძლევა
რომაულ-კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის მისი პონტიფიკატობის უმთავრეს ამოცანად იქცევა. კვირას რომის პაპი იტალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბარის ეწვია და ღია ცის ქვეშ მესა აღასრულა. ეს რომის პაპად არჩევის შემდეგ ბენედიქტ მეთექვსმეტის პირველი მოგზაურობაა. ქალაქ ბარის ქრისტიანობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. კერძოდ, იქ განისვენებს წმინდა ნიკოლა მირლიკიელის ნეშტი, რომელსაც თაყვანს სცემენ, როგორც კათოლიკეები, ისე მართლმადიდებლები.
XS
SM
MD
LG