Accessibility links

logo-print

ავღანეთში, ერთ-ერთმა კერძო ტელეკომპანიამ კვირას


ავღანეთში, ერთ-ერთმა კერძო ტელეკომპანიამ კვირას აჩვენა ვიდეოჩანაწერი,

ავღანეთში, ერთ-ერთმა კერძო ტელეკომპანიამ კვირას აჩვენა ვიდეოჩანაწერი,
რომელზეც გამოსახულია იტალიელი ქალი კლემენტინა კანტონი, ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც ექსტერმისტებმა გაიტაცეს. კანტონი იმყოფებოდა შეიარაღებული ნიღბიანი გამტაცებლების გარემოცვაში. მან დაასახელა საკუთარი ვინაობა და ოჯახის წევრების სახელები. ამასთან, გატაცებულ ქალს არავითარი განცხადება არ გაუკეთებია. კლემენტინა კანტონი ქაბულში 16 მაისს გაუტაცეს. ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს მძევლის გასათავისუფლებლად.
XS
SM
MD
LG