Accessibility links

logo-print

ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს


ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს 400 პალესტინელი პატიმარი,

ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს 400 პალესტინელი პატიმარი,
რომლებიც ისრაელის ციხეებში იმყოფებიან. გათავისუფლებას მხარი დაუჭირა 18-მა მინისტრმა, სამი - წინააღმდეგი იყო. პალესტინელების გათავისუფლების ზუსტი თარიღი უცნობია. თებერვალში მიღწეული შეთანხმების თანახმად, ისრაელმა ივალდებულა პალსეტინელი ტყვეების გათავისუფლება, თუკი პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობა შესაბამის ზომებს გაატარებდა ექსტრემისტების წინააღმდეგ. 21 თებერვალს საპატიმროები დატოვა 500-მდე პალესტინელმა ტყვემ. კიდევ 400-ის გათავისუფლება გადაიდო სწორედ იმიტომ, რომ ისრაელმა არასაკმარისად აქტიურად მიიჩნია პალესტინელი ექსტრემისტების განიარაღების პროცესი.
XS
SM
MD
LG