Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში პირველად ჩატარდა თავისუფალი საპარლამენტო


ლიბანში პირველად ჩატარდა თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები,

ლიბანში პირველად ჩატარდა თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები,
მას შემდეგ, რაც ქვეყანა სირიის საოკუპაციო ჯარმა დატოვა. კვირას ხმა მისცეს დედაქალაქის - ბეირუთის მცხოვრებლები, რომლებმაც 19 დეპუტატი უნდა აირჩიონ. სულ პარლამენტში 128 ადგილია. პროგნოზების თანახმად, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს ოპოზიციას, რომელიც ამასწინანდელი პოლიტიკური კრიზისის დროს მოითხოვდა სირიის ჯარების გაყვანას. ერთ-ერთ საარჩევნო ბლოკს სათავეში უდგას საად ხარირი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თებერვალში ტერაქტის შედეგად მოკლული, რაფიკ ხარირის შვილი, რომელმაც განაცხადა. ”ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ის, რაც ახლა ხდება, ვინაიდან მამაჩემს სურდა ეხილა ერთ მუშტად შეკრული ბეირუთი. და, როგორც ჩანს, დღეს ეს იქნება ხმის მიცემა ერთიანობისათვის, იმ ერთიანობისათვის, რომელსაც ლიბანელები ესწრაფვიან,” განაცხადა საად ხარირიმ, ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რაფიკ ხარირის შვილმა. არჩევნები ლიბანში ოთხ ეტაპად ტარდება.
XS
SM
MD
LG