Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ფრანგების უმრავლესობა


წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ფრანგების უმრავლესობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციიის მიღებას

წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ფრანგების უმრავლესობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციიის მიღებას
საფრანგეთში ამომრჩეველთა ორმა მესამედმა მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში, რომელმაც უნდა გაარკვიოს, მხარს უჭერენ თუ არა ფრანგები ევროპის კონსტიტუციას. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაცემია უკანასკნელ წლებში. საფრანგეთში საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. რეფერენდუმის შედეგები კი რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ფრანგების უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციიის მიღებას - მიუხედავად პერზიდენტ ჟაკ შირაკისა და მთავრობის მოწოდებისა, მხარი დაუჭირონ დოკუმენტს. კონსტიტუციის მოწინააღმდეგეთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ იგი გზას გაუხსნის ლიბერალურ რეფორმებს, რაც ზიანს მიაყენებს სოციალური გარანტიების არსებულ სისტემას. მომხრეები კი ფიქრობენ, რომ კონსტიტუცია შესაძლებლობას მისცემს ევროპის ბლოკს მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მსოფლიო პოლიტიკაში.
XS
SM
MD
LG