Accessibility links

logo-print

საქართველოში ვიზიტად მყოფი 81 წლის


საქართველოში ვიზიტად მყოფი 81 წლის სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი და კომპოზიტორი შარლ აზნავური

საქართველოში ვიზიტად მყოფი 81 წლის სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი და კომპოზიტორი შარლ აზნავური
კვირას მშობლიურ სამცხე-ჯავახეთში გაემგზავრა. გამგზავრებამდე მომღერალი სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მომღერლის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია. თავის მხრივ, აზნაურმა განაცხადა, რომ მამამისი ქართულ ენას მშობლიურად მიიჩნევდა, რის გამოც თავს ნაწილობრივ ქართველად გრძნობს. ახალციხეში ჩასვლისას აზნავური ქალაქის თეატრის შენობაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება, შემდეგ კი წინაპართა საფლავებს მოინახულებს. ახალციხის საკრებულოს გადაწყვეტილებით შარლ აზნავურს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება. ამასთან, მომღერლის საპატივცემულოდ ქალაქში ღია ცის ქვეშ კონცერტი გაიმართება. შარლ აზნავური თბილისში რამდენიმე საათის წინ ერევნიდან ჩამოვიდა, სადაც სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა. აზნავური 1924 წელს პარიზში დაიბადა. თბილიში იგი პირველად 1996 წელს იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG