Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი


ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი,

ცნობილი ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი,
საერთაშორისო ფონდის “ღია საზოგადოების ინსტიტუტი” დამაარსებელი ჯორჯ სოროსი კვირას საქართველოს ეწვია სამდღიანი ვიზიტით. ჯორჯ სოროსი საქართველოში სტუმრობისას დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ განვითარებულ პროცესებს შეაფასებს. იგეგმება მისი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმოადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისთან და მედიასთან. 31 მაისს ჯორჯ სოროსი საქართველოში ვიზიტის შედეგებით სპეციალურ პრესკონფერენიას გამართავს. საერთაშორისო ფონდის "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" ფილიალები აქტიურად მოღვაწეობენ აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" 1994 წლიდან ფუნქციონირებს. რამდენიმე პოლიტიკური პარტია საქართველოში ჯორჯ სოროსს საქართველსო შინაურ საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ და საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG