Accessibility links

logo-print

კვირას საღამოს მომხდარი ინცინდენტის შედეგად


კვირას საღამოს მომხდარი ინცინდენტის შედეგად ოთხი ოსი სამხედრო და ერთი ქართველი პოლიციელი მოკვდა თამარაშენში

კვირას საღამოს მომხდარი ინცინდენტის შედეგად ოთხი ოსი სამხედრო და ერთი ქართველი პოლიციელი მოკვდა თამარაშენში
შეტაკების დრო დაჭრილია ორი ქართველი პოლიციელი, ამის შესახებ რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტი იტყობინება გორიდან. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ოსი ეროვნების მამაკაცები ისხდნენ, წინასწარი მონაცემებით, სოფელ ჯავიდან მიემართებოდა ცხინვალის მიმართულებით. სოფელ ქურთაში, ისინი პოლიციის საგუშაგოზე მოთხოვნას გაჩერების შესახებ არ დაემორჩილნენ და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს. თამარაშენის პოსტზე პოლიციელებმა მათი გაჩერება სცადეს. ორმხრივი სროლის შედეგად, დაიღუპა ორივე მხრიდან ოთხი ადამიანი მოკვდა. ქართული პოლიციის ცნობით, დაღუპული ოსები თვიათაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან. ვითარება ცხინვალის ირგვლივ დაძაბულია. შიდა ქართლში გაემგზავრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
XS
SM
MD
LG