Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა რუსეთის


მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა რუსეთის თანხმობის გამო, 2008 წლის დასასრულამდე გაიტანოს საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზები.

მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა რუსეთის თანხმობის გამო, 2008 წლის დასასრულამდე გაიტანოს საქართველოდან თავისი სამხედრო ბაზები.
საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივნის გელა ჩარკვიანის განცხადებით, ბაზების თაობაზე ათი წლის წინათ დაწყებული მოლაპარაკება, "წარმატებით დამთავრდა". დღეს მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვმა და სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის თანახმად, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის პროცესი 2008 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ჯერჯერობით გაურკვეველია, უნდა დაამტკიცონ თუ არა ერთობლივი დეკლარაცია ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, როგორც ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდევი. ჩარკვიანის აზრით, ხელმოწერილმა დეკლარაციამ შეთანხმების როლი უნდა შეასრულოს. სააკაშვილმა დღეს მიღწეული შეთანხმებას "ისტორიული" უწოდა.
XS
SM
MD
LG