Accessibility links

logo-print

ეუთომ ყირგიზეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ჯერჯერობით


ეუთომ ყირგიზეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ჯერჯერობით არ მოახდინოს

ეუთომ ყირგიზეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ჯერჯერობით არ მოახდინოს
უზბეკეთიდან ამ ქვეყანაში გადასული ლტოლვილების რეპატრიაცია. ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი რუპელმა განაცხადა, რომ ლტოლვილთა ძალით დაბრუნება მხოლოდ კიდევ უფრო დაძაბავს რეგიონში შექმნილ ისედაც დაძაბულ ვითარებას. დღესვე, ყირგიზეთის დროებითმა პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა განაცხადა, რომ კორუფციასთან და სიღარიბესთან ბრძოლა მისი მთავრობის პრიორიტეტებია. ვენაში, ეუთოს საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, ბაკიევის დასძინა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბიშკეკმა ეუთოს არაერთი რეკომენდაცია გაითვალისწინა. დღეს ყირგიზეთს სტუმრობს აშშ-ის სენატორთა ჯგუფი. რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა თქვა, რომ ყირგიზეთში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. [ჯონ მაკკეინის ხმა] “გვესმის, რომ ყირგიზეთს კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ჩვენ, ამერიკის კონგრესი და ამერიკელი ხალხი, მეტად მოხარული ვართ იმის გამო, რომ ქვეყანა თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ მიდის”.
XS
SM
MD
LG