Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა თეატრისა და კინოს ცნობილი


გარდაიცვალა თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი არჩილ გომიაშვილი.

გარდაიცვალა თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი არჩილ გომიაშვილი.
80 წლის მსახიობი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მოსკოვში გარდაიცვალა. როგორც რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირში აღნიშნეს, არჩილ გომიაშვილმა აღიარება 1971 წელს მოიპოვა, როცა მან ლეონიდ გაიდაის ფილმში “თორმეტი სკამი” ოსტაპ ბენდერის როლი შეასრულა. ორი წლის შემდეგ გომიაშვილი “ლენკომის” მსახიობი გახდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ მოსკოვის პუშკინის სახელობის დრამატულ თეატრში გადავიდა. მსახიობის თეატრალური ცხოვრება დაიწყო 50-იანი წლების შუა ხანებში, როცა ის მიიღეს თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დარამატულ თეატრში. ეკრანზე არჩილ გომიაშვილის დებიუტი შედგა ფილმში “პირადად ცნობილია”, შემდეგ ის ორ ათეულზე მეტ ფილმში გადაიღეს. 90-იანი წლების დასაწყისში არჩილ გომიაშვილმა მოსკოვში გახსნა კლუბი “ოქროს ოსტაპი”, რომელიც რუსეთის დედაქალაქის კლუბებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გახდა.
XS
SM
MD
LG