Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სამხედრო ბაზებზე


საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სამხედრო ბაზებზე ახალი ბაზების განთავსებას არ აპირებს.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთის სამხედრო ბაზებზე ახალი ბაზების განთავსებას არ აპირებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განუცხადა. თავდაცვის მინისტრის თქმით, მუშავდება სპეციალური პროგრამა, რომლითაც ახალქალაქის ბაზაზე მომუშავე ადგილობრივი მოსახლეობის შემდგომი დასაქმების საკითხი გადაწყდება. თუმცა არც ახალქალაქის და არც ბათუმის სამხედრო ინფრასტრუქტურას საქართველოს ნაწილებისთვის არ გამოიყენებენ. რუსეთ-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ორშაბათს მოსკოვში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანა 2008 წლის მანძილზე დასრულდება.
XS
SM
MD
LG