Accessibility links

თბილისში სამშაბათს დსთ-ს აღმასრულებელი მდივანი


თბილისში სამშაბათს დსთ-ს აღმასრულებელი მდივანი ვლადიმირ რუშაილო ჩავიდა.

თბილისში სამშაბათს დსთ-ს აღმასრულებელი მდივანი ვლადიმირ რუშაილო ჩავიდა.
ვლადიმირ რუშაილო 2-3 ივნისს თბილისში დაგეგმილ დსთ-ის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს გაუწევს კოორდინირებას. სამიტს თანამეგობრობის წევრი ცხრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაესწრება. როგორც რუშაილომ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის სამიტზე მთავარი აქცენტი დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე გაკეთდება. რუშაილო სამშაბათსვე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან.
XS
SM
MD
LG