Accessibility links

შეერთებული შტატების ჯარებსა და მეამბოხეებს


შეერთებული შტატების ჯარებსა და მეამბოხეებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს

შეერთებული შტატების ჯარებსა და მეამბოხეებს შორის მომხდარი შეტაკებების დროს
დაიღუპა ერაყის დასავლეთი პროვინცია ანბარის გუბერნატორი რაჯა ნავაფ ფაჰრან მაჰალავი, რომელიც ამბოხებულებს მძევლად ჰყავდათ აყვანილი. მთავრობის წარმომადგენლის, ლაით კუბას თქმით, რაჯა ნავაფ ფაჰრან მაჰალავის გვამი ორი დღის წინ იპოვეს ქალაქ რავაში. შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს მისი სიკვდილი. კუბას თქმით, გუბერნატორი მოკლულ იქნა ოპერაციის მსვლელობისას, რომლის დროსაც შვიდი არაერაყელი არაბი მეამბოხე იქნა მოკლული და დაჭრილი. დღესვე ერაყის სამხედრო საკონტროლო გამშვებ პუნქტთან ბაყუბაში აფეთქდა დანაღმული სატვირთო მანქანა. დაიღუპა სულ ცოტა ორი ერაყელი ჯარისკაცი. გუშინ და დღეს ორ სხვადასხვა ავიაკატასტროფაში იტალიის ოთხი, ამერიკის ოთხი და ერაყის ერთი სამხედრო დაიღუპა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა იმედი გამოთქვა, რომ ერაყის ახალი მთავრობა რადიკალური ჯგუფების მოქმედებას ბოლოს მოუღებს. მან თქვა, ასევე, რომ აშშ-ის არმია შინ დაბრუნებას მაშინ შესძლებს, როცა ამის ნებას ვითარება მისცემს.
XS
SM
MD
LG