Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების ფაქტი, რასაც, სულ ცოტა,

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ დაგმო თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების ფაქტი, რასაც, სულ ცოტა,
17 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება მოხდა სამხრეთი ავღანეთის ქალაქ ყანდაარის ერთ-ერთ მეჩეთში, სამგლოვიარო ცერემონიის დროს. ცერემონია ეძღვნებოდა გუშინწინ მოკლული იმ მაჰმადიანი სასულიერო პირის ხსოვნას, რომელიც თალიბანის რეჟიმს ჰგმობდა. საგანგებო განცხადებაში პრეზიდენტმა კარზაიმ აღნიშნა, რომ აფეთქების ორგანიზატორები არა მარტო ავღანეთის, არამედ ისლამის მტრებიც არიან. "ავღანეთის მტრებად" კარზაი ხშირად მოიხსენიებს თალიბანისა და "ალ-ყაიდის" წევრ ექსტრემისტებს.
XS
SM
MD
LG