Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის აზრით


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის აზრით, დსთ-ის გარდაქმნა აუცილებელია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის აზრით, დსთ-ის გარდაქმნა აუცილებელია.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, დსთ-ის წევრმა თითოეულმა სახელმწიფომ უნდა დაინახოს ამ ორგანიზაციაში საკუთარი მიზნების რეალიზების შესაძლებლობები. ხვალ თბილისში გაიხსნება დსთ-ის ქვეყნების მთავრობის მეთაურთა ორდღიანი სამიტი, რომლის დღის წესრიგში 34 საკითხია შეტანილი. აქედან საქართველო მხოლოდ 9 საკითხის განხილვაში მონაწილეობს, რაც, ნოღაიდელის თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორგანიზაცია რეფორმირებას საჭირებს. დღეს საქართველოს ეწვია სომხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრანიკ მარგარიანი დსთ-ის მთავრობის მეთაურების სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG