Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება.


აშშ-ს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. ამ თანამდებობაზე კონგრესმა ჯონ ტეფტის

აშშ-ს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება. ამ თანამდებობაზე კონგრესმა ჯონ ტეფტის
კანდიდატურა დაამტკიცა. თბილისში ვაშინგტონის ამჟამინდელი ელჩი რიჩარდ მაილსი, რომელიც ამ თანამდებობაზე 2002 წლიდან მუშაობს, საქართველოში აგვისტომდე დარჩება. თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯონ ტეფტი პროფესიონალი დიპლომატია. საქართველოში დანიშვნამდე მას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მრჩევლის თანამდებობა ეკავა. მანამდე ტეფტი ეროვნული სამხედრო კოლეჯის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა; 2000-2003 წლებში კი ლიტვაში აშშ-ის ელჩი იყო. მანამდე მას დიპლომატიური თანამდებობები ეკავა მოსკოვში, ბუდაპეშტში, რომსა და იერუსალიმში.
XS
SM
MD
LG