Accessibility links

logo-print

სერბიაში დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც


სერბიაში დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სრებრენიცაში ბოსნიელი მუსულმანების მასობრივ დახვრეტაში 1995 წელს.

სერბიაში დააპატიმრეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ სრებრენიცაში ბოსნიელი მუსულმანების მასობრივ დახვრეტაში 1995 წელს.
დაპატიმრებები ჩატარდა მას მერე, რაც ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში ნაჩვენები იქნა დახვრეტის ვიდეოჩანაწერი, რომელიც გასამხედროებული ჯგუფი "მორიელების" მებრძოლთა მიერ იქნა გაკეთებული. ეს ორგანიზაცია სერბიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარებოდა. [კოშტუნიცას ხმა] "ჩემის აზრით, საზოგადოებითვის ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ დაუყოვნებლივ გავაკეთეთ რეაგირება ამ შემაძრწუნებელ, საშინელ კადრებზე. რამდენიმე ადამიანი იმათგან, ვინც მონაწილეობდა ამ ბოროტმოქმედებაში, დაპატიმრებულია და ისინი სასამართლოს გადაეცნენ," განაცხადა სერბიის პრემიერ-მინისტრმა ვოისლავ კოშტუნიცამ.
XS
SM
MD
LG