Accessibility links

logo-print

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში გუშინ მომხდარი


ავღანეთის ქალაქ ყანდაარში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, 20 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა.

ავღანეთის ქალაქ ყანდაარში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, 20 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა.
დაღუპულთა შორისაა ქაბულის პოლიციის უფროსი. გაეროს გენერალურმა მდივნმა კოფი ანანმა დაგმო მეჩეთში მომხდარი აფეთქება და მას ბოლო წლების ერთ-ერთი შემზარავი ტერაქტი უწოდა. აფეთქება მეჩეთში მოხდა სამგლოვიარო ცერემონიის დროს, რომელიც კვირას მოკლული მულსიმანი სასაულიერო პირის ხსოვნას ეძღვნებოდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა მოიყვანა მოქმედებაში. ავღანეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ტერაქტი ”ალ ყაიდის” წევრების ნამოქმედარია.
XS
SM
MD
LG