Accessibility links

ფესტივალი “პრაღა ხალხების გული”


პრაღაში რამდენიმე დღე მიმდინარეობდა ხალხური მუსიკის ფესტივალი

სახელწოდებით “პრაღა ერების გული”, ის ათზე წელია მეტია ეწყობა და მისი მიზანი, როგორც ღია ცის ქვეშ კონცერტის გახსნისას ითქვა, ხალხების დაახლოება და ხალხებისთვის ომებით და კონფლიქტებით მიყენებული ჭრილობების დავიწყებაა.

ოქროპირ რუხაძე ამ ფესტივალის ღია ცის ქვეშ გამართულ ფოლკლორულ მარათონს ესწრებოდა.


ფოლკლორული მუსიკის მარათონი თითქმის მთელ დღეს გაგრძელდა, საცეკვაოს სიმღერა სცვლიდა, სიმღერას - ხალხური საკრავები.

ხალხური მუსიკის ფესტივალი პრაღაში მაისის ბოლოს გაიმართა და ოთხ დღეს გაგრძელდა.


მასში მონაწილეობდნენ ჩეხეთის, ამ ქვეყნის ეროვნულ უმცირესობათა ხალხური მუსიკის ანსამბლები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული, ერების და უმცირესობათა წარმომადგენლები: უკრაინელები და ბოშები, რუსები და სერბები, უნგრელები და ბულგარელები, გერმანელები და სლოვაკები. გულდასაწყვეტია, რომ მასზე თავისი ხალხური მუსიკით ამაყ ქართველებს, არავინ არ გამოუგზანიათ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG