Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გუშინ ასე განაცხადა ევროპის კავშირის მინისტრებთან შეხვედრის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა გუშინ ასე განაცხადა ევროპის კავშირის მინისტრებთან შეხვედრის
შემადეგ: (რაისის ხმა) “ჩვენი მხრივ არ არის პრობლემა, თუკი ისინი დაპატიჟეს. ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობა ირანთან, მაგრამ როგორც თქვი, ვფიქრობ, ეს ერაყში იყო, ჩვენ გვსურს, რომ ერაყსა და ირანს კარგი, მეზობლური, გამჭვირვალე ურთიერთობა ჰქონდეთ. და რამდენადაც ეს ამ საქმეს წაადგება, ჩვენ ამის მოხრე ვართ”. აშშ თანაორგანიზატორია 22 ივნისისთვის დაგეგმილი კონფრენციისა, რომელიც ბრიუსელში ჩატარდება ევროპის კავშირისა და ერაყის მონაწილეობით. ირანი აშშ-ს არ დაუპატიჟებია. მაგრამ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა - ეს ქვეყანა ახლა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეა - თქვა, რომ მათ ირანთან აქვთ კავშირი და დაპატიჟეს ამ კონფერენციაზე. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, თეირანი არ მიჰყვება რეგიონში ცვლილებების აშშ-ისეულ კურსს.
XS
SM
MD
LG