Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ეგიდით მოქმედი ჰააგის საერთაშორისო


გაეროს ეგიდით მოქმედი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ, რომელიც დღეს ბოსნიაში ჩავიდა,

გაეროს ეგიდით მოქმედი ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მთავარმა პროკურორმა კარლა დელ პონტემ, რომელიც დღეს ბოსნიაში ჩავიდა,
ბალკანეთის ლიდერებს მოუწოდა, დააპატიმრონ სამხედრო დანაშაულში ეჭვმიტანილი ორი პირი: რადოვან კარაჯიჩი და რატკო მლადიჩი. დელ პონტეს თქმით, ამ ადამიანთა დაპატიმრება საუკეთესო გზა იქნებოდა სრებრენიცაში დახოცილი ათასობით ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად (სრებრენიცის ტრაგედიიდან, როცა სერბებმა ქალაქის მაჰმადიანი მოსახლეობა გაჟლიტეს, 11 ივლისს ათი წელი შესრულდება). სარაევოში გამოსვლისას დელ პონტემ განაცხადა: [კარლა დელ პონტეს ხმა] "კარაჯიჩი და მლადიჩი ჰააგაში 11 ივლისამდე მინდა ვიხილო, რათა სრებრენიცის ტრაგედიის მეათე წლისთავის აღნიშვნაში ღირსეული მონაწილეობა მივიღო." სარაევო ბალკანეთში დელ პონტეს ვიზიტის მესამე გაჩერებაა. იქ ჩასვლამდე მთავარი პროკურორი სერბიასა და ხორვატიასაც ესტუმრა.
XS
SM
MD
LG