Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა


ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ”ექსტრემიზმის გაღვივებაში”

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ”ექსტრემიზმის გაღვივებაში”
დაადანაშაულა ახლოაღმოსავლეთის ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება. სინგაპურში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რამსფელდმა განაცხადა, რომ ზოგიერთ ტელეარხი, კერძოდ, ”ალ-ჯაზირა”, ანტიამერიკული პოზიციას გამოხატავს და ფაქტიურად ხელს უწყობს ექსტრემისტებს, როდესაც მათ ვიდეოჩანაწერებს ეთერში უშვებს. ნს 060403 ”ვინც ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობს, ამერიკელიც რომ იყოს და ”ალ-ჯაზირას” მსგავსი ტელეარხის გადაცემებს ყოველდღიურად უყურებს, მივა დასკვნამდე, რომ ამერიკა - ეს ყველაფერზე უფრო ცუდი რამაა. გულწრფელად რომ ითქვას, მე არ შემიძლია ვთქვა, რომ ყოველდღიურად მხოლოდ იმ აზრით ვიღვიძებ, რომ სწორედ ამერიკაა ის, რაც ყველაზე არასწორია ამ ქვეყანაზე,” განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა.
XS
SM
MD
LG