Accessibility links

გერმანიის კანცლერი გერხარდ შრედერი და


გერმანიის კანცლერი გერხარდ შრედერი და საფრანგეთის პრეზიდენტი

გერმანიის კანცლერი გერხარდ შრედერი და საფრანგეთის პრეზიდენტი
ჟაკ შირაკი ბერლინში განიხილავენ ვითარებას, რაც ევროკავშირში შეიქმნა მას შემდეგ, რაც საფრანგეთისა და ჰოლანდიის მოქალაქეებმა უარი თქვეს ევროპის კონსტიტუციის პროექტზე. ორივე ლიდერის თქმით რატიფიკაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. შაბათს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროსუ არ უჭერს მხარს იდეას, ჩატარდეს ახალი მოლაპარაკებები ევროკავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტზე, რომელმაც ვერ მოიპოვა მხარდაჭერა საფრანგეთსა და ჰოლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმებზე. შაბათს, ქალაქ მესინაში სიტყვით გამოსვლის დროს, ბაროზუმ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს, იფიქრონ მომავალზე და 16-17 ივნისის სამიტზე, შეათანხმონ ევროკავშირის 2007-2013 წლების ბიუჯეტი.
XS
SM
MD
LG