Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ჯარისკაცები აცხადებენ, რომ დასავლეთ


აშშ-ის ჯარისკაცები აცხადებენ, რომ დასავლეთ ერაყში მიაკვლიეს მეამბოხეების თავშესაფარს - დიდ კომპლექსს,

აშშ-ის ჯარისკაცები აცხადებენ, რომ დასავლეთ ერაყში მიაკვლიეს მეამბოხეების თავშესაფარს - დიდ კომპლექსს,
რომელიც აჭურვილია კონდიციონერებით, ტელეფონებით, შხაპებით. იქვე იყო იარაღის მარაგი. ამერიკელი სამხედროების თქმით, საქმე ეხება ერაყში მიკვლეულ ერთ-ერთ უდიდეს თავშესაფარს, რომელიც სიგანეში 170 მეტრს, სიგრძეში - 275 მეტრს აღწევს. თავშესაფარში, როცა მას მიაკვლიეს, არავინ იყო. ის მდებარეობს ქალაქ კარმის სიახლოვეს, ქალაქ ფალუჯასთან - დასავლეთ ანბარის პროვინციაში, რომელიც ამბოხების ეპიცენტრად ითვლება. დღესვე ერაყის მთავრობის განცხადებით, დააპატიმრეს ერაყში "ალ-ყაიდის" მეთაურის აბუ მუსაბ ზარყავის მრჩეველი. ეს არის მოტლეკ მაჰმუდ მოტლეკ აბდულა, იგივე აბუ რაედი, რომელიც 28 მაისს ერაყელმა სამხედროებმა შეიპყრეს ქალაქ მოსულში. ერაყის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ აბუ რაედი დაახლოებულია მოსულში ზარყავის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, აბუ ტალჰასთან. ერაყის შესახებ იუწყებიან ასევე, რომ ბაღდადში მთავრობის პრეს-მდივნის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინითვის შესაძლებელია ბრალდების წაყენება 500-მდე მუხლით, მაგრამ იმისათვის, რომ “დრო არ დაიკარგოს”, პროცესზე 12 მუხლს დასჯერდებიან.
XS
SM
MD
LG