Accessibility links

logo-print

თურქეთში, ოფიციალური ინფორმაციით, ქურთმა მეამბოხეებმა


თურქეთში, ოფიციალური ინფორმაციით, ქურთმა მეამბოხეებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში

თურქეთში, ოფიციალური ინფორმაციით, ქურთმა მეამბოხეებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში
მომხდარი შეტაკებისას 4 ჯარისკაცი მოკლეს. საინფორმაციო სააგენტო "ანატოლიას" ცნობით, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შეტაკება მოხდა ქალაქ ტუნჩელის სიახლოვეს. ამ ცნობაში არ არის დაზუსტებული, როდის მოხდა შეტაკება. ქურთისტანის მუშათა პარტიის, ანუ "პეკაკა"-ს წევრებმა 1999 წელს ზავი გამოაცხადეს (ცალმხრივი წესით) მას შემდეგ, რაც დაპატიმრებულ იქნა "პეკაკა"-ს მეთაური აბდულა ოჯალანი. მაგრამ შარშან მეამბოხეებმა გააუქმეს ზავი, რახან, მათი განმარტებით, თურქეთის მთავრობისაგან შესატყვისი რეაქცია არ მიიღეს. 1984 წლის შემდეგ სეპარატისტულ კონფლიქტში დაღუპულების რიცხვი 37 000-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG