Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ბენედიქტე გამოვიდა მოწოდებით


რომის პაპი ბენედიქტე გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ კლემენტინა კანტონი,

რომის პაპი ბენედიქტე გამოვიდა მოწოდებით, გაათავისუფლონ კლემენტინა კანტონი,
სამი კვირის წინ ავღანეთში მძევლად აყვანილი იტალიელი ქალი. კანტონი ჰუმანიტარულ ორგანიზაცია “კეირის” მუშაკია. ის 16 მაისს, ქაბულში გაიტაცეს შეიარაღებულმა პირებმა. ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა აბდულას განცხადებით, მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს კლემენტინა კანტონის გამოსახსნელად. დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ კლემენტინა კანტონის დედამ ღია წერილით მიმართა და შვილის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა გამტაცებლების დედებს.
XS
SM
MD
LG