Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გამოთქვა მზადყოფნა, შეაჩეროს მუშაობა


ირანმა გამოთქვა მზადყოფნა, შეაჩეროს მუშაობა ურანის გამდიდრებაზე,

ირანმა გამოთქვა მზადყოფნა, შეაჩეროს მუშაობა ურანის გამდიდრებაზე,
რათა ევროპის წარმომადგენლებს მისცეს დრო ირანისათვის მისაღები წინადადების მოსამზადებლად. ისლამური რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ირანი არ განაახლებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას. ამ განცხადებას წინ უსწრებდა (გასულ თვეში) მოლაპარაკება ევროპის წარმომადგენლებთან, როცა ირანი დაყაბულდა ევროკავშირს, შეისწავლოს მისი წინადადება ზაფხულში მოლაპარაკების ახალი რაუნდის გამართვის შესახებ. ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, ევროპელებს დრო აქვთ, ივლისის ბოლომდე შეიმუშავონ წინადადების დეტალები. აქვე უნდა ითქვას - ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ მისი ბირთვული პროგრამის ბიზანია ბირთვული იარაღის შექმნა.
XS
SM
MD
LG