Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ქალაქ ტარინ კოტში ამ


ავღანეთის ქალაქ ტარინ კოტში ამ ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანამშრომელი მოკლეს. ტარინ კოტი იმ მთიან

ავღანეთის ქალაქ ტარინ კოტში ამ ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანამშრომელი მოკლეს. ტარინ კოტი იმ მთიან
რაიონში მდებარეობს, რომელიც თალიბანის მეამბოხეთა ერთ-ერთ საყრდენად ითვლება.
რადიო "თავისუფლების" ავღანური სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში მკვლელობის ფაქტი დაადასტურა კომისიის პრესმდივანმა სულთან აჰმად ბაჰინმა:
"ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც განათლების სისტემის მუშაკიც იყო - ურუზგანის პროვინციაში მოკლეს. ეს ტრაგიკული ცნობაა ყოველი ჩვენგანისთვის და ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ დანაშაულის ჩამდენთ. ამასთანავე, ჩვენს კოლეგებს განზრახული აქვთ, განაგრძონ საქმიანობა, რათა არჩევნებისთვის სამზადისი მთელს ქვეყანაში მიმდინარეობდეს."
მკვლელობა მკაცრად დაგმო გაერომაც, რომელიც ავღანელებთან ერთად მონაწილეობს საარჩევნო კომისიის მუშაობაში.
XS
SM
MD
LG