Accessibility links

logo-print

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით


სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეკვატორული გვინეის პრეზიდენტმა შეიწყალა ექვსი

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეკვატორული გვინეის პრეზიდენტმა შეიწყალა ექვსი
სომხეთის მფრინავი, რომლებსაც ბრალად ედებოდათ დასავლეთი აფრიკის ამ პატარა სახელმწიფოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა.
როგორც ერევნის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, შეწყალების დოკუმენტს ხელი მოაწერა ეკვატორული გვინეის პრეზიდენტმა.
სომეხი მფრინავები, რომლებსაც შარშან, ნოემბერში, ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს, ყველა ბრალდებას უარყოფენ. ახლა მათ გაათავისუფლებენ და სამშობლოში გადააფრენენ.
რამდენიმე თვის წინათ, მფრინავების გათავისუფლების მიზნით მოლაპარაკების გასამართად, ეკვატორული გვინეის დედაქალაქ მალაბოში ჩავიდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვართან ოსკანიანი.
XS
SM
MD
LG