Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდმა ბრიტანეთმა გაურკვეველი ვადით გადადო


დიდმა ბრიტანეთმა გაურკვეველი ვადით გადადო ევროპის კავშირის კონსტიტუციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება,

დიდმა ბრიტანეთმა გაურკვეველი ვადით გადადო ევროპის კავშირის კონსტიტუციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება,
რაც მომავალი წლის გაზაფხულისთვის იყო ნავარაუდევი.
ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ პარლამენტს განუცხადა, რომ ახლა, როცა საფრანგეთმა და ნიდერლანდმა უარი უთხრეს კონსტიტუციას, აზრი არ აქვს რეფერენდუმის ჩატარებას.
პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერის პრესმდივნის განცხადებით, ახლა უმთავრესი ამოცანაა, ევროკავშირის მომავალ სამიტზე განხილულ იქნეს ის უარყოფითი შედეგები, რომელიც საფრანგეთისა და ჰოლანდიის რეფერენდუმებმა მოიტანა. გასულ კვირაში ამ ქვეყნების ამომრჩევლებმა უარი განაცხადეს ახალი კონსტიტუციის მიღებაზე. ერვროკომიის თავმჯდომარემ მანუელ ბაროზუმ მოუწოდა კავშირის ლიდერებს, ნუ დაიტირებენ კონსტიტუციას.
დოკუმენტს რატიფიკაცია გაუკეთა ევროკავშირის წევრმა ათმა სახელმწიფომ, მაგრამ კონსტიტუციის ასამოქმედებლად აუცილებელია კავშირის წევრი 25-ვე ქვეყნის თანხმობა.
XS
SM
MD
LG