Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მოსკოვში განაცხადა


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მოსკოვში განაცხადა, რომ ქვეყანაში ტერორისტების შეღწევის ხელის შეშლის მიზნით,

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მოსკოვში განაცხადა, რომ ქვეყანაში ტერორისტების შეღწევის ხელის შეშლის მიზნით,
რუსეთი დამატებით ჯარს განათავსებს საქართველოს საზღვართან. (ივანოვის ხმა) “ორი სამთო-მსროლელი ბრიგადა განთავსდება რუსეთ- საქართველოს საზღვარზე, პირდაპირ საზღვარზე, მათი მიზანია, ჩვენი მესაზღვრეების მხარდაჭერა და უზრუნველყოფა უკვე მიღებული სახელმწიფო საზღვრის პროგრამის ჩარჩოებში, იმისათვის, რომ საიმედოდ იქნეს თავიდან აცილებული საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში ტერორისტების შეღწევა”.
რუსეთი საქართველოს დიდი ხანია ადანაშაულებს, რომ ვერ ახერხებს ჩეჩენი მეამბოხეების განადგურებაში თავის ტერიტორიაზე. საქართველო რუსეთს ბრალად სდებს, რომ ვერ ამაგრებს საკუთარ საზღვარს.
XS
SM
MD
LG