Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია


ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩმა" გამოაქვეყნა ახალი ანგარიში

ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩმა" გამოაქვეყნა ახალი ანგარიში
უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში 13 მაისს მომხდართან დაკავშირებით. 50 თვითმხილველის გამოკითხვის მიხედვით, ჯარები დაუნდობლად ხვრეტდნენ სამოქალაქო პირებს და არა ექსტრემისტებს. აი, რა უთხრა ჩვენს "რადიოს" "ჰიუმენ რაიტს უოჩის" ექსპერტმა უზბეკეთის საკითხებში, ელისონ გილმა. [გილის ხმა] "ჩვენ შევეცადეთ, აღგვედგინა მომხდარის დეტალური სურათი და, ჩემის აზრით, ამ ეტაპზე ეს არსებულთაგან ყველაზე უფრო სრული სურათია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ხელისუფლებამ ჩაიდინა ძალზე სერიოზული დანაშაული, მაგრამ ჯერ კიდევ მრავალ შეკითხვას უნდა გამოენახოს პასუხი. ამისათვის აუცილებელია გამჭვირვალობა და სიმართლის დადგენის სურვილი ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეთა მიმართ ძალის გამოყენების საკითხში."
XS
SM
MD
LG