Accessibility links

logo-print

ერაყში დღეს აფეთქებებისა და თავდასხმების


ერაყში დღეს აფეთქებებისა და თავდასხმების სერიის შედეგად სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული დაიჭრა.

ერაყში დღეს აფეთქებებისა და თავდასხმების სერიის შედეგად სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეული დაიჭრა.
ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰავიჯაში ორი დანაღმული ავტომობილი და გზის პირას ჩადებული ბომბი აფეთქდა. დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის არიან ერაყის სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციელები. ბაღდადში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა მას მერე, რაც შორიახლოს პოლიციის პატრულმა ჩაიარა. დაიჭრა რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები. ბასრაში იპოვეს სუნიტი სასულიერო პირის გვამი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების ნაკვალევით. ქალაქ ფალუჯაში კვირას და ორშაბათს მომხდარი თავდასხმების შედეგად დაიღუპა შეერთებული შტატების ორი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG