Accessibility links

logo-print

ბუნებრივია, დღევანდელ გაზეთებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ წყალდიდობის თემა. გაზეთ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბუნებრივია, დღევანდელ გაზეთებს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ წყალდიდობის თემა. გაზეთ „რეზონანსის“ პროგნოზი დამაიმედებლად არ გამოიყურება:

გაზეთის ცნობით, სტიქიური პროცესები კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება. გარდა ამისა, ვინაიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა და ღვარცოფმა თითქმის ყველა რაიონში საცხოვრებელ სახლებთან ერთად სავარგული მიწები და საქონელი გაანადგურა, მოსახლეობას წელს შიმშილობა მოუწევს. როგორც დაზარალებული რაიონების ხელმძღვანელები „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავენ, ის დახმარება, რაც სახელმწიფომ დაზარალებულებისთვის გამოყო, ძალიან მცირეა. როგორც გაზეთი წერს, სახელმწიფომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან სულ 40 მილიონი ლარი გამოყო. ამ თანხიდან 35 მილიონი საგზაო კომუნიკაციების აღდგენისთვის გამოიყო, 5 მილიონი ლარი კი -მოსახლეობის დახმარებისთვის. გეოლოგების განცხადებით, გზის აღდგენითი სამუშაოები არა კაპიტალური, არამედ დროებითია. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ მომავალ წელს მთავრობას თანხების გამოყოფა იმავე სამუშაოებისთვის მოუწიოს, - წერს გაზეთი „რეზონანსი“.



„საქართველოს უნდა ჰქონდეს ცხადი და ნათელი საგზაო რუკა“ - ამ სათაურით აქვეყნებს გაზეთი „24 საათი“ ინტერვიუს ნიქსონის ცენტრის ენერგეტიკული პროექტების დირექტორთან, ზეინო ბარანისთან, რომლის თქმითაც, საქართველო ახალი დემოკრატიული სახელმწიფოების სიის სათავეშია, თუმცა “საქართველოში სტუმრობისას პრეზიდენტმა ბუშმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. ამდენად, საქართველომ თავისი მნიშვნელობა რომ შეინარჩუნოს, ძალზე ფრთხილად უნდა იმოქმედოს - არ გააკეთოს პროვოკაციული განცხადებები და, მით უმეტეს, არ გადადგას პროვოკაციული ნაბიჯები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ის აღარ იქნება თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ქვეყანა. იგი გადაიქცევა აგრესორად, რაც კარგ საბაბს მისცემს რუსეთს, საქართველოს ხელისუფლება არაგონივრულ ქმედებებში დაადანაშაულოს.” შეგახსენებთ, ინტერვიუს ნიქსონის ცენტრის ენერგეტიკული პროექტების დირექტორთან, ზეინო ბარანისთან, გაზეთი „24 საათი“ აქვეყნებს.


და კიდევ ერთ პუბლიკაციას მივაპყრობ მსმენელის ყურადღებას. გაზეთ „ხვალინდელი დღის“ აზრით, ამერიკას საქართველო ირანთან „მშვიდობიანად დასამეგობრებლად“ სჭირდება. როგორც გაზეთი წერს, ამ ერთი კვირის წინ სენატში საქართველოში ელჩად დამტკიცებისას, ჯონ ტაფტმა ირანში ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ საქართველო უმთავრეს მოკავშირედ მიიჩნია და ნატოსა და და ევროკავშირში საქართველოს მიმართ ამერიკის თანადგომას გაუსვა ხაზი.“ მიუხედავად ამერიკის ახალი ელჩის მოსაზრებისა, რომ ირანში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველო ამერიკის უმთავრესი მოკავშირე იქნება, საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ირანი ჩვენი ქვეყნის მეზობელი და ეკონომიკური პარტნიორია და რომ ამ ქვეყანას ჩვენი კეთილი მეზობლობის იმედი შეიძლება ბოლომდე ჰქონდეს,“ - წერს გაზეთი „ხვალინდელი დღე“.
XS
SM
MD
LG