Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა
ვაშინგტონში აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო დავალიანებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ ჯორჯ ბუშმა განაცხადა: [ჯორჯ ბუშის ხმა] "განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც რეფორმების გზას დაადგნენ, არ უნდა ამძიმებდეთ ვალების ტვირთი. წინადადებით მივმართავთ "დიდი რვიანის" წევრებს: ამ ქვეყნებს ვალების ასივე პროცენტი ჩამოვწეროთ. და გამოვყოთ დამატებითი რესურსები: როგორც მსოფლიო ბანკიდან, ისე აფრიკის განვითარების ბანკიდან." აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით ტონი ბლერმა: [ტონი ბლერის ხმა] "გვეძლევა შესაძლებლობა, გარკვეული ვალდებულებები ვიკისროთ. მაგრამ ეს ვალდებულებები ორმხრივი ხასიათის უნდა იყოს. აფრიკის ლიდერები, რომლებიც ფულს მიიღებენ, უნდა აღმოფხვრან კორუფცია და იმოქმედონ დემოკრატიისა და კანონიერების ფარგლებში." მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი პოლ ვულფოვიცი შექმნილ ვითარებას ასე ახასიათებს: [პოლ ვულფოვიცის ხმა] "აფრიკას ესაჭიროება დახმარება, რომლის აღმოჩენა მსოფლიო ბანკს ხელეწიფება. აფრიკას ეძლევა უნიკალური შანსი, იმედის კონტინენტად იქცეს. 300 მილიონი აფრიკელი დღეში ერთ დოლარზე ნაკლებით ირჩენს თავს და მათ ეს იმედი ჰაერივით სჭირდებათ."
XS
SM
MD
LG