Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭადრაკში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა და პოლიტიკოსმა


ჭადრაკში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა და პოლიტიკოსმა გარი კასპაროვმა მძაფრად გააკრიტიკა

ჭადრაკში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა და პოლიტიკოსმა გარი კასპაროვმა მძაფრად გააკრიტიკა
რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ჩრდილოეთი ოსეთის მეთაურად დანიშნოს თეიმურაზ მამსუროვი. კასპაროვის აზრით, რეგიონების მეთაურთა დანიშვნის წესმა არ გაამართლა, რადგან, გამოკითხვების თანახმად, მამსუროვს რესპუბლიკის მოსახლეობის მხოლოდ შვიდი პროცენტი უჭერს მხარს. კასპაროვი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საარჩევნო ინსტიტუტის აღდგენა, სხვა შემთხვევაში, მისივე თქმით, კრემლის პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში ომების გაფართოებას და ქვეყნის დაშლას გამოიწვევს. კასპაროვი რუსეთის ახალი ოპოზიციური მოძრაობის - გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის - ერთ-ერთი ლიდერია. თავის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად მოძრაობა პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ კანონიერი გზით ბრძოლას ასახელებს.
XS
SM
MD
LG