Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის დეპუტატებმა მოუწოდეს ევროპის კავშირს


ევროპარლამენტის დეპუტატებმა მოუწოდეს ევროპის კავშირს,

ევროპარლამენტის დეპუტატებმა მოუწოდეს ევროპის კავშირს,
უარი თქვას უზბეკეთის პირდაპირ დახმარებაზე - ვიდრე ქვეყნის ხელისუფლება, ანდიჟანის სისხლიანი მოვლენების დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას არ დათანხმდება. ვიდრე ეს პირობა არ არის დაკმაყოფილებული, უზბეკეთისათვის დახმარება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით უნდა მოხდეს, მიიჩნევენ დეპუტატები. ამას გარდა ევროპარლამენტმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მოლაპარაკებები უზბეკეთთან, ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით. ოფიციალური მონაცემებით, ანდიჟანში მომხდარი არეულობების დროს 173 ადამიანი დაიღუპა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ დაიღუპა ათასამდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG