Accessibility links

logo-print

დღეს ერაყში ჩავიდა ევროპის კავშირის


დღეს ერაყში ჩავიდა ევროპის კავშირის უმაღლესი დონის

დღეს ერაყში ჩავიდა ევროპის კავშირის უმაღლესი დონის
დელეგაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოამზადოს ერაყის რეკონსტრუქციის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ევროკავშირის პრეზიდენტი, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯინ ასელბორნი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ სტრო და სხვა ოფიციალური პირები. ჯეკ სტრომ, რომელიც მალე როტაციის წესით დაიკავებს ევროკავშირის ტამჯდომარის პოსტს, განაცხადა, რომ ევროპას სურს ახალი ერა დაიწყოს ერაყთან თანამშრომლობაში. ”დიახ, ომმა ერაყში ორად გაყო ევროპა, მაგრამ როგორც ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა სწორად აღნიშნა, დროა წარული უკან დავტოვოთ და რეალურად მივყოთ ხელი ახალი ერაყის მშენებლობას,” განაცხადა სტრომ. ევროკავშირის დელეგაციის წევრები ერაყის პრეზიდენ ჯალიალ თალაბანის შეხვდნენ. საერთაშორიოს კონფერენცია ერაყის საკითხებზე კი ბრიუსელში 22 ივნისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG