Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკარგული ოთხი


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკარგული ოთხი ქართველის ადგილსამყოფელი

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაკარგული ოთხი ქართველის ადგილსამყოფელი
კვლავინდებურად გაურკვეველია. ოსური მხარე მათი გაუჩინარების პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავს და აღნიშნულ ფაქტს მხოლოდ ბიზნეს-ინტერესებს უკავშირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცხინვალის ”დე ფაქტო” ხელისუფლების საგანგებო დავალებათა მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა განუცხადა. უშედეგოდ დასრულდა მხარეებს შორის ოთხშაბათს გამართული მოლაპარაკება, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა. შეხვედრის შემდეგ გიორგი ხაინდრავა მშვიდობისდამცველებთან ერთად სოფელ ქურთაში გაემგზავრა, სადაც გატაცებულთა ახლობლები მოინახულა. სახელმწიფო მინისტრმა მათ განუცხადა, რომ ოთხივე გატაცებული ცოცხალია და ქართული მხარე ყველა ღონეს მიმართავს, მათ უმოკლეს ვადაში დასაბრუნებლად.
XS
SM
MD
LG