Accessibility links

ავღანეთში გაათავისუფლეს იტალიის მოქალაქე კლემენტინა


ავღანეთში გაათავისუფლეს იტალიის მოქალაქე კლემენტინა კანტონი,

ავღანეთში გაათავისუფლეს იტალიის მოქალაქე კლემენტინა კანტონი,
რომელიც 16 მაისს, ქაბულში, მძევლად აიყვანა ოთხმა შეიარაღებულმა პირმა. როგორც ავღანეთის, ისე იტალიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანტონი გათავისუფლებულია და თავს კარგად გრძნობს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, გადაუხადეს თუ არა კანტონის გამტაცებლებს გამოსასყიდი თანხა. 32 წლის კლემენტინა კანტონი ჰუმანიტარული ორგანიზაცია "კერის" თანამშრომელია და ხელმძღვანელობდა პროექტს, რომელიც დახმარებას უწევდა 11 ათას ავღანელ ქვრივსა და მათს შვილებს.
XS
SM
MD
LG