Accessibility links

logo-print

ე.წ. "დიდი რვიანის" ქვეყნების ფინანსთა


ე.წ. "დიდი რვიანის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას მსოფლიოს 18 უღატაკესი სახელმწიფოსთვის,

ე.წ. "დიდი რვიანის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას მსოფლიოს 18 უღატაკესი სახელმწიფოსთვის,
ძირითადად აფრიკის სახელმწიფოებისთვის, 40 მილიარდი დოლარი საგარეო ვალის ჩამოწერის თაობაზე. როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა ლონდონში, სადაც გაიმართა მინისტრების თათბირი, ვალების ჩამოწერა დაუყოვნებლივ დაიწყება. [ბრაუნის ხმა] "18 ქვეყანას ვალი ჩამოეწერება დაუყოვნებლივ. ეს დაახლოებით 40 მილიარდი დოლარია. კიდევ 9 ქვეყანას დავაეიანება, როგორც ჩანს უახლოესი ერთი-ერთნახევარი წლის მანძილზე ჩამოეწერება." საერთო ჯამში კიდევ 20 ქვეყანას შეიძლება გაუუქმდეს ვალი იმ პირობით, თუკი ისინი ქმედით ზომებს მიიღებენ კორუფციისა და ეკონომიკის მართვაში ანარქიის წინააღმდეგ. აფრიკის ქვეყნებისთვის ვალების შემსუბუქებასა და სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლის გზებზე ისაუბრებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი "დიდი რვიანის" წლევანდელ სამიტზე, რომელიც 6 ივლისს გაიმართება შოტლანდიაში.
XS
SM
MD
LG