Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი მზად არის პალესტინის ავტონომიის


ისრაელი მზად არის პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებასთან შეათანხმოს ღაზის სექტორიდან ჯარებისა და ებრაული დასახლებების გაყვანა,

ისრაელი მზად არის პალესტინის ავტონომიის ხელისუფლებასთან შეათანხმოს ღაზის სექტორიდან ჯარებისა და ებრაული დასახლებების გაყვანა,
მაგრამ უარის შემთხვევაში დამოუკიდებლად აპირებს მოქმედებას. ისრაელის რადიოს ცნობით, ისრაელის მთავრობამ გააფრთხილა ავტონომიის ხელისუფლება იმის შესახებ, რომ ევაკუაციის რაიონში დამატებითი ჯარების გაგზავნას აპირებს ექსტრემისტთა მხრიდან შესაძლო თავდახსმებისგან ებრაელ მოსახლეთა დასაცავად. ისრაელი ექსტრემისტების განიარაღებას მოითხოვს. საპასუხოდ პალესტინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მებრძოლებს არ განაიარაღებენ, სანამ გრძელდება ისრაელის მხრიდან ოკუპაცია.

XS
SM
MD
LG