Accessibility links

სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას


სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას ყოფილმა მოადგილემ, მერაბ კვეკვესკირმა

სათბობ-ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, დავით მირცხულავას ყოფილმა მოადგილემ, მერაბ კვეკვესკირმა
შაბათს საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოიკლა თავი. თვითმკვლელობის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება. მერაბ კვეკვესკირი სახელმწიფო სტრუქტურებში 1995 წლიდან მუშაობდა. იგი პრეზიდენტ შევარდნაძის ეკონომიკური მრჩეველი იყო. მოგვიანებით იუსტიციის სამინისტროში დაიწყო მუშაობა, შემდეგ სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა მერაბ კვეკვესკირმა 2003 წელს ქვეყანაში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დატოვა. მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა არ ხორციელდებოდა.
XS
SM
MD
LG